2012
წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6649 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის
მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. აქედან
ექსპორტი 1552 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი – 5096
მლნ. აშშ დოლარს (16 პროცენტით მეტი). რაც შეეხება საქართველოს უარყოფით სავაჭრო ბალანსს, 2012 წლის იანვარ-აგვისტოში 3544 მლნ. აშშ დოლარი და
საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.
საგარეო ვაჭრობამ ევროკავშირის
ქვეყნებთან 1808 მლნ. აშშ დოლარი (23
პროცენტით მეტი), ხოლო დსთ-ის
ქვეყნებთან – 2067 მლნ. აშშ დოლარი
შეადგინა (9 პროცენტით მეტი) შეადგინა.
2012
წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს
მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66%
შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1021 მლნ. აშშ დოლარი),
აზერბაიჯანი (814 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (480 მლნ. აშშ დოლარი).
სასაქონლო
ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი (მთელი ექსპორტის 24 %) მსუბუქმა
ავტომობილებმა დაიკავა და 369 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ფეროშენადნობების ექსპორტი უდრიდა 179 მლნ. აშშ
დოლარს, ხოლო მესამე ადგილზე კვლავ აზოტოვანი სასუქების ჯგუფი დაფიქსირდა.
Internet.ge