მსხვილი სახელმწიფო კომპანიების მინორიტარული პაკეტები ლონდონის ბირჟაზე განთავსდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ინფორმაციით, ლონდონის ბირჟაზე, მსხვილი სახელმწიფო კომპანიების მინორიტარული პაკეტები განთავსების
საკითხზე, პარტნიორ ბანკებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამის შესახებ განცხადება, ნიკა გილაურმა
დღეს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საფინანსო ბაზრები საკმაოდ რთულ
მდგომარეობაში იყვნენ, თუმცა ახლა
ვითარება შედარებით გამოსწორდა.
„აღნიშნული საკითხი გასულ წელს დადგა
დღის წესრიგში, თუმცა
საფინანსო ბაზრები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყვნენ
და ახლა შედარებით გამოსწორდა ვითარება. მიმდინარეობს კონსულტაციები პარტნიორ ბანკებთან, რათა
კიდევ ერთხელ იყოს
განხილული ლონდონის ბირჟაზე მსხვილი სახელმწიფო კომპანიების მინორიტარული პაკეტების განთავსების შესაძლებლობა. მინდა დავაზუსტო, რომ საუბარია მხოლოდ მინორიტარული პაკეტების გაყიდვაზე და არც ერთ შემთხვევაში ამ კომპანიების მენეჯმენტი სხვის მფლობელობაში არ გადაეცემა“,-
განაცხადა გილაურმა.
Internet.ge