საქართველოს
სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ეკონომიკური ზრდის წინასწარი
შეფასებით,
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2012 წლის აგვისტოში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 6,2 პროცენტი შეადგინა.
2012 წლის პირველ კვარტალში მშპ რეალური ზრდა 6,8 პროცენტი დაფიქსირდა, ხოლო II კვარტალში - 8,2
პროცენტი.
საქსტატი ყოველთვიური ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, დღგ-ს
გადამხდელი
საწარმოების
ბრუნვების,
დეფლატორის,
ფისკალური
და მონეტარული მონაცემების საფუძველზე
ანგარიშობს.
რაც
შეეხება გასულ წელს, 2011 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 7,0 პროცენტი შეადგინა.
Internet.ge