საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემთა შეგროვების ელექტრონულ მეთოდზე გადავიდა.
„მე-3 კვარტალის სტატისტიკური გამოკვლევებიდან,
სტატისტიკის
ეროვნულმა
სამსახურმა
გამოკვლევაში
მონაწილე რესპოდენტებს შესთავაზა ელექტრონული, ონლაინ კითხვარები, რაც ადამიანური რესურსების განვითარების და რაც მთავარია, დროის და რესურსების დაზოგვის საუკეთესო საშუალებაა“, –
აღნიშნულია საქსტატის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
დამტკიცდა და ძალაში შევიდა სტატისტიკური გამოკვლევის შემდეგი ელექტრონული კითხვარები: სასოფლო მეურნეობათა შერჩევითი გამოკვლევის კვარტალური გამოკითხვის კითხვარი, მონაცემები საგარეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ კითხვარი და საწარმოთა კვარტალური სტატისტიკური გამოკვლევის კითხვარი.
internet.ge