ქვეყნის მასშტაბით პური 5-10 თეთრით გაძვირდა. როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის
„გლობალ არგოს“ დირექტორმა
ლევან სილაგავამ განუცხადა, ამის მიზეზი მსოფლიო
ბაზარზე ხორბლზე ფასის გაძვირებაა.
მისი თქმით, პირველი ივნისის მონაცემებით, ერთი ტონა ხორბლის ფასმა 100 აშშ დოლარით მოიმატა.
„თუ ივნისის მონაცემებით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 30 ლარი იყო, დღეს
მისმა ღირებულებამ 43-45 ლარი შეადგინა. ეს გამოწვეულია რუსეთში და უკრაინაში
არსებული ხორბლის დეფიციტით. ამ ქვეყნებიდან საქართველოს ხორბლის შეძენა ტონაზე
250 დოლარი უჯდებოდა, დღეს კი, 360 დოლარს ვიხდით“,- აღნიშნა სილაგაძემ.
მისი თქმით, მიუხედავად ხორბლის გაძვირებისა, პურის ასოციაციას პურზე ფასების შენარჩუნება და ხარჯების დაბალანსება საწვავის გაიაფების ხარჯზე შეუძლია.
სილაგაძის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პურის
დისტრიბუტორი კომპანიის დირექტორი მალხაზ
დოლიძე გამოეხმაურა.
როგორც მან „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა,
სილაგავას მოსაზრება აბსურდულია.
„საქართველოს მასშტაბით პური არა 10 თეთრით
არამედ 5-ით გაძვირდა. ჩვენ დამოკიდებული ვართ ხორბლის ფასზე, ამიტომ ეს ბრალდება
უსაფუძვლოა. ბაზარზე რა ფასებიცაა იმის მიხედვით ვაწესებთ პურზე ფასს. ბატონ სილაგავას
შევახსენებ, რომ ხორბალის ფასმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე მოიმატა, თუმცა ზაზა
გოროზიას დავალებით პროდუქტზე ძველი ფასი შენარჩუნდა.
პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებისთანავე კი „გლობალ არგომ“ ფასები გაზარდა“,-
განაცხადა მალხაზ დოლოძემ.
Internet.ge