ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული სანქციების შემცირება იგეგმება
საქართველოში მოქმედ ყველა ტელეომპანიას საგადასახადო დავალიანება და
მასზე დარიცხული სანქციები შეუმცირდება.
ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა
ალექსანდრე ხეთაგურმა გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული დავალიანების შემცირების მიზეზი ყველა
ტელეკომპანიის თანაბარ ფინანსურ მდგომარეობაში ჩაყენებაა.
„საქართველოში ტელემედიისა და განვითარებისთვის საქართველოს მთავრობა
ინიციატივით გამოდის, რომ ტელევიზიებს საგადასახადო დავალიანება და მასზე
დარიცხული სანქციები შეუმცირდეთ. ამ გზით როგორც ცენტრალური, ისე რეგიონარული
ტელევიზიებისთვის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქება მოხდება. მათი თანაბარ
ფინანურ პირობებში ჩაყენება ხელს შეუწყობს მაუწყებლების სტაბილური ფინანსებით
უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას, კონკურენციის გაზრდას და ასე
შემდეგ“,- განაცხადა ხეთაგურმა.
Internet.ge