კახა კალაძე: ყურადღებას მცირე და საშუალო ჰესებზე გავამახვილებ
12:34 16.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის, კახი კალაის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ჰიდრორესურსების ეფექტურად გამოყენება იქნება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, მინისტრების წარდგენისას კალაძემ განაცხადა, მას ენერგეტიკის სფეროში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ნდობა გაამართლოს.
მისი თქმით, საქართველოს დიდი ჰიდრორესურსები აქვს, რაც გამოყენებული უნდა იქნეს.
„ყურადღებას გავამახვილებ მცირე და საშუალო ჰესებზე. დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა არსებობდა და აუცილებელია, ერთი საქმე გავაკეთოთ ისე, რომ მეორის გაფუჭება არ გამოვიწვიოთ“, – დასძინა მან.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|