„ქართული ოცნება“ აზარტული თამაშების ბიზნესს გადახედავს
12:39 16.10.2012
|
დღის სიახლეები
|
ფინანსთა მინისტრობის კანდიდატის, ნოდარ ხადურის მოსაზრებით, აზარტული თამაშების ბიზნესი გადაიხედება. როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს ხადურმა განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებლობა გადაიხედება.
„ერთია, იყოს სამუშაო ადგილები, მაგრამ მეორე მხრივ, დაცული უნდა იყოს მოქალაქეთა პირობები“, – დასძინა მან.
„ინტერნეტ.ჯი“ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, დღეს პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრების გარკვევასაც შეეცადა, მაგრამ შეკითხვას მომავალმა პრემიერ–მინისტრმა არ უპასუხა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|