GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბანკი “რესპუბლიკა” ფილიალების ქსელს აფართოებს
14:49 20.10.2012
დღის სიახლეები

22 ოქტომბერს, 14:00- საათზე, ბანკი “რესპუბლიკა” თბილისში, აღმაშენებლის გამზირის, #82-ში, ახალ, რიგით 38-ე სერვისცენტრს გახსნის.

მოწვეულ სტუმრებს ბანკის გენერალური დირექტორი, კრისტიან კარმანიოლი და კომერციული დირექტორი - რამაზ კუკულაძე სიახლეებსა და ბანკის შემდგომი განვითარების სტრატეგიას გააცნობს.


ბანკი “რესპუბლიკა”, როგორც უნივერსალური ტიპის ფინანსური დაწესებულება, თანაბარ ძალისხმევას უთმობს, როგორც საცალო, ისე მიკრო და მცირე ბიზნესის სრული სპექტრის საბანკო მომსახურებით უზრუნველყოფას. 

აღმაშენებლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქმედ მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ბანკ “რესპუბლიკის” მაღალი ხარისხის მომსახურებით სარგებლობა ამიერიდან სხვა უბანში გადაადგილების გარეშე შეეძლებათ.

ახალი სერვისცენტრი კლიენტებს კვირაში 6 დღე მოემსახურება და სრულ საბანკო მომსახურებას გაუწევს.

რამაზ კუკულაძე, ბანკ “რესპუბლიკის” კომერციული დირექტორი: “ჩვენს კლიენტებს, განსაკუთრებით მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, წარმოვუდგენთ ახალ სერვისცენტრს, სადაც ისინი საკუთარი ბიზნესინიტერესების გათვალისწინებით შექმნილი ინოვაციური საბანკო პროდუქტებით ისარგებლებენ და სწრაფ და კომფორტულ მომსახურებას მიიღებენ.

სერვისცენტრისთვის ეს ადგილი სწორედ მათთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად შევარჩიეთ.”

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბანკი “რესპუბლიკა” ფილიალების ქსელს აფართოებს1
გლდანის ციხეში მოკლევადიანი პაემნები ამ დრომდე მიმდინარეობს2
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X