პარლამენტში
განსახილველად ახალი მთავრობის პროგრამა „ძლიერი,
ერთიანი და დემოკრატიული საქართველოსთვის“
შევიდა.
ამის შესახებ
ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პარლამენტში
ასევე შევიდა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა, რომელსაც დღეს და ხვალ ფრაქციებსა
და კომიტეტებში მოუსმენენ.
უსუფაშვილის
განცხადებით, ასევე პარლამენტში ეროვნულმა ბანკმა 2013-2015 წლების ფულად
საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარადგინა, რომლის დამტკიცება წლის ბოლომდე მოხდება.
internet.ge