საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის დელეგაცია, კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით
პოლონეთის
რესპუბლიკაში
იმყოფებოდა.
ორდღიანი
ოფიციალური
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისში გაიმართა. ირაკლი ჩიქოვანი პოლონელ კოლეგას მაგდანელა გაჯს შეხვდა.
მხარეები
შეთანხმდნენ,
რომ 2012 წელს ისეთ საკითხებზე ითანამშრომლებენ როგორიცაა: ინტერნეტის თავისუფალი წვდომა ქვეყნის მაშტაბით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში გამოცდილების გაზიარება, რადიოსიხშირული სპექტრის მართვა და ინფრასრუქტურულ საკითხებში დახმარება, როგორიცაა რადიომონიტორინგის
ლაბორატორიის
აგება და მართვა.
ვიზიტი
ორი ქვეყნის მარეგულირებელ ორგანობს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.
2012 წლის 9–10 მაისს კი, ვარშავაში ევროკავშირის ეგიდით იმართება ციფრული მაუწყებლობის შესახებ კონფერენცია–სემინარი, რომელსაც პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისის მიწვევით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დელეგაციაც დაესწრება.
შეგახსენებთ,
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიასა და პოლონეთის ელექტრონული კომუნიკაციების ოფისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი
2011 წელს
გაფორმდა.
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის წარმომადგენლები
ორჯერ იმყოფებოდნენ პოლონეთის რესპუბლიკაში და მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხებს ეცნობოდნენ. დოკუმენტის ხელმომწერი ორივე მხარე თანამშრომლობას დადებითად აფასებს და სამომავლოდ უფრო მჭიდრო ურთიერთობას გეგმავს.
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნული კომისიის დელეგაცია პირველი უცხოური დელეგაცია იყო პოლონეთის მარეგულირებელ ოფისში მას შემდეგ რაც მაგდანელა გაჯი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა.
Internet.ge