ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი: ანაკლიის პორტს, ექსპერტების აზრით, კარგი პოტენციალი აქვს
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის
განცხადებით, ქალაქი ლაზიკა გადასახადების გადამხდელების ფულით არ აშენდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე საუბარია
ანაკლიის პორტის განვითარებაზე.
„ლაზიკა გადასახადების გადამხდელების ფულით არ აშენდება. დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი
პრიორიტეტებია და ყურადღებისა და ფინანსების კონცენტრირება სწორედ აღნიშნულ
პროექტებზე უნდა გადავიტანოთ. რაც შეეხება ანაკლიის პორტს, ექსპერტების მოსაზრებით
მას კარგი პოტენციალი აქვს, ამიტომ ეს ყველაფერი კერძო კაპიტალის ჭრილში
გააანალიზდება თუ ინვესტიორები აღნიშნული საკითხით დაინტერესდებიან, სახელმწიფო
მათ ხელს შეუწყობს “,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.
ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილა
ყურადღება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა
დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, ზღვის მოქცევამ შეიძლება სანაპიროზე მდებარე სასტუმროებს
პრობლემები შეუქმნას.
internet.ge