GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გოროზია შიდა ქართლში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
16:07 18.04.2012
დღის სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ, შიდა ქართლში,  საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების  მიმდინარეობის  პროცესი დაათვალიერა.

გოროზიამ სოფელ ბებნისში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით, 1,5 ჰა-ზე გაშენებული ხეხილის სადემონსტრაციო ბაღი დაათვალიერა, რომელშიც ვაშლის ახალი ჯიშების გამოცდა მიმდინარეობს. ბაღში დამონტაჟებულია თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა. აღნიშნულ მეურნეობაში ყოველწლიურად 40 ტონაზე მეტ მაღალხარისხიან ვაშლის მოსავალს იღებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ქარელში მშენებარე მექანიზაციის სერვისცენტრიც მოინახულა, რომელშიც ლაბორატორიაც განთავსდება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შემოწმება მოხდება. ცენტრში გლეხს ყველა საჭირო მომსახურების მიღების საშუალება ექნება.

„მექანიზაციის სერვისცენტრის მშენებლობა თვის ბოლოს დასრულდება, აქ განთავსდება ის ტექნიკა, რომელის შემოყვანაც სოფლის მეურნეობის განვითარების და ფერმერთა დახმარების ფარგლებში  განხორციელდა და გადანაწილდა რეგიონებში. ჩვენი მოვინახულეთ ვაშლის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც თანამედროვე ჯიშების გამოცდა მიმდინარეობს. ახალი ჯიშები გლეხს საშუალებას მისცემს მოსავალი გაზარდოს და მეტი შემოსავალი მიიღოს. ჩვენი მიზანია ადგილობრივმა პროდუქტმა  მთლიანად ჩაანაცვლოს იმპორტირებული და გავიდეს ექსპორტზეც“, -  განუცხადა ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებს.

ტექნიკის შეძენა და რეგიონებში გადანაწილება გაგრძელდება და 4 ეტაპად განხორციელდება. საერთო ჯამში წლის ბოლოს  ქვეყანაში 600 ერთეული ახალი სხვადასხვა დანიშნულების  და სიმძლავრის ტრაქტორი და  1200 მისაბმელი  შემოვა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს1
რუსებმა აფხაზურ მანდარინს „იმიჯი შეულახეს“2
ოსი ექსპერტი: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო გეგმა ბესლანის ტერაქტის შემდეგ შეიქმნა3
სირიაში დააკავეს ადამიანი, რომელმაც ძალოვანი მინისტრები დახოცა4
საგარეო უწყება თბილისში დაგეგმილ ამბასადორიალზე განცახდებას აქვეყნებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X