ნოდარ ხადური აშშ-ს ხაზინის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის წარმომადგენელს ანა გრინს შეხვდა
საქართველოს
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ტექნიკური მხარდაჭერის ოფისის (OTA) წარმომადგენელს ანა გრინს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. სტუმარმა
მინისტრს
პროექტის
საქმიანობა წარუდგინა და მის ფარგლებში განხორციელებული
ღონისძიებები გააცნო.
ფინანსთა
მინისტრმა
იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინასთან კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
„აშშ-ს ხაზინის ტექნიკური დახმარების ოფისის პროექტი მიმდინარე წელს შემოსავლების სამსახურში ახორციელებს ტექნიკურ დახმარებებს შემდეგი მიმართულებებით.
აუდიტორული
შემოწმების
ხარისხის გაუმჯობესება, აუდიტორული პროცესის მართვა, გადამხდელთა მომსახურებისა და აუდიტის მონიტორინგის ფუნქციების ერთმანეთთან დაკავშირება და სხვა. პროექტი ორწლიანია და მის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ-ს ხაზინა“,-
აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
Internet.ge