GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია
17:44 12.12.2016
დღის სიახლეები
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქვესადგური „მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია, -  პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა. 

ქვესადგურის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დაესწრნენ. 

"მარნეული 500“-ის  მშენებლობის პროექტის ღირებულებამ  20 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი - ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა ახალი ქვესადგურის მშენებლობის დასრულება. 

"ვფიქრობთ, ეს ქვესადგური უმნიშვნელოვანესი შენამატი იქნება ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს პროექტი 50-მილიონიანი „რეგიონალური ელექტროგადამცემის გაუმჯობესების პროექტისა“ და საქართველოს მთავრობის ათწლიანი ელექტროგადაცემის განვითარების სისტემის სტრატეგიული გეგმის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ გეგმის თანახმად, 735 მლნ ევროს ინვესტირებაა გათვალისწინებული ქვეყნის ელექტროგადაცემაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ადგილობრივი გენერაციის ობიექტებისთვის, მოსახლეობისა და ეკონომიკის მომარაგებისთვის, ასევე, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლის გაძლიერებისთვის", - განაცხადა პრემიერმა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი, რომლის მხარდაჭერით პროექტი განხორციელდა,  საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ენერგეტიკულ პროექტებში საქართველოს მთავრობის პარტნიორ სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, მათ შორის - KFჭ-ს, მსოფლიო ბანკსა  დაევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს. "ეს ინვესტიციები მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და სტაბილურს ხდის ქვეყნის ენერგომომარაგებას. ჩვენი ქვეყანა, ასეთ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში ჩართულობით, კიდევ უფრო განამტკიცებს ენერგოსტაბილურობას ქვეყანაში და ელექტროენერგიით ქვეყნის სტაბილურ მომარაგებას", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.„მარნეული 500“-ის სამშენებლო სამუშაოები თურქულმა კომპანიამ BEშთ/BEთAშ განახორციელა. ქვესადგური "მარნეული-500"-ის აშენებით, “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დაასრულა 50 მლნ აშშ დოლარის ღირებულების „რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი“, რომელიც "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კიდევ ერთხელ მწუხარება გამოთქვა თურქეთში მომხდარ საზარელ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით და თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს თანაგრძნობა გამოუცხადა. დიპლომატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველო თურქეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია.
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„მარნეული 500“, რომელიც თბილისის და ქვემო ქართლის ელექტრომომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, დასრულებულია1
ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში იყო, არის და დარჩება2
ბიძინა ივანიშვილი: რუსეთთან დიალოგს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დავიწყებთ3
სირიაში აფეთქებებს 27 ადამიანი ემსხვერპლა4
ვანო მერაბიშვილი: ყოველმა მესამე პენსიონერმა დაზღვევით უკვე ისარგებლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X