დედოლარიზაციის პროცესი მიდიოდა ძალიან კარგად, იმიტომ, რომ იყო ძალიან დაბალი ინფლაცია, იყო სტაბილური ლარი. თქვენ დედოლარიზაციას დიად მიზნებს გინდათ შესწიროთ ადამიანების კეთილდღეობა.
დედოლარიზაცია არ არის მთავარი, მთავარია ლარის სტაბილურობა. ჩვენ გვინდა მომავალში ლარი არ გაუფასურდეს, ლარის არ გაუფასურების პოლიტიკა უნდა ვაწარმოოთ და არა გაუფასურებისას რისკების დაზღვევის. ეს არის ცუდი კანონი.
რაც შეეხება იმას, რომ ერთადერთი გადახდის საშუალება არის ლარი, კი ბატონო, არავის არ აქვს უფლება ანგარისშწორება მოახდინოს დოლარში. ეს კანონი ყველას გაუმწარებს ცხოვრებას.
მიიღებთ უამრავ პრობლემას პირველივე თვეში”, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ავტორობით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილება.