საქართველოს
სტატისტიკის
ეროვნული სამსახურისა და შვედეთის სტატისტიკის სამსახურის თანამშრომლობის შედეგად, ძირითადი კაპიტალის სახეების მიხედვით, 2010 წლის კაპიტალის ანგარიშის ფორმირება განხორციელდა.
საქსტატის ინფორმაციით, მასში გათვალისწინებულია ეროვნული ანგარიშების წარმოების ახალი მეთოდოლოგიის
SNA 2008-ის
რეკომენდაციები.
კაპიტალის
ანგარიშში
ასახულია
2010 წელს
ძირითად კაპიტალში განხორციელებული
ინვესტიციების
დეტალური გამოკვლევის შედეგები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემები 2010
წლის ნაერთი ბიუჯეტის შესახებ და სხვა ადმინისტრაციული
მონაცემები.
კაპიტალის
ანგარიშში
ასახული მაჩვენებლები წინასწარია და მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს დაზუსტდება.
საქსტატის ინფორმაციით, ეროვნული ანგარიშების სფეროში შვედ ექსპერტებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და მოიცავს შემდეგ საკითხებს: მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება მუდმივ ფასებში დანახარჯების მეთოდით; ეროვნული ანგარიშების წარმოება ეკონომიკის ინსტიტუციური სექტორების მიხედვით და ეროვნული ანგარიშების წარმოების შესახებ დეტალური მეთოდოლოგიური განმარტებების (მეტამონაცემების) მომზადება.
Internet.ge