მიხეილ სააკაშვილი: უმუშევრობის დაძლევა ეკონომიკის მეტი გააქტიურებითაა შესაძლებელი
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი,
წინანდალში, სასტუმრო „რედისონის“ მშენბლობის დაწყებას დაეწრო.
მისი თქმით, კახეთში მსგავსი ტიპის მშენებლობას რამდენიმე წლის წინ
ვერავინ იოცნებებდა.
„საქართველოს იმდროინდელი ეკონომიკურ-ტურისტული სიტუაციიდან გამომდინარე, წინანდალში "რედისონის"
მშენებლობაზე ვერავინ იოცნებებდა. 2004 წლამდე კახეთში არც ერთი სასტუმრო არ
ფუნქციონირებდა. ახლა კი ათობით სასტუმროა და ყველა დაჯავშნული“, - განაცხადა
მიხეილ სააკაშვილმა.
მისი თქმით, კახეთი ეკონომიკის ქვაკუთხედია.
„როცა რაღაცის მშენებლობას ვიწყებთ, გამოხტება 50 კაციანი ჯგუფი და
უმუშევრობაზე დაიწყებს ლაპარაკს. ამ ადამიანებს სული ეშმაკისთვის აქვთ მიყიდული და
მსოფლიოს სხვადასხვა საბანკო ანგარიშებზე რიცხავენ მილიონებს, მათ წინანდალი სულ
არ აინტერესებთ. ვიცი, რომ უმუშევრობის კოეფიციენტი დიდია, მაგრამ ბოლო წლებში ეს
მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა. ზოგგან 20, 25 და 30 % იანი მაჩვენებელი
ფიქსირდება. უმუშევრობის დაძლევისთვის ეკონომიკის ყველა მიმართულებით გააქტიურებაა
საჭირო“,- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
internet.ge