GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მემარჯვენეები ხელისუფლებას საირიგაციო პრობლემების მოგვარებას სთხოვენ
14:56 23.04.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერები გორის რაიონის სოფლების მოსახლეობას ხვდებიან.

დავით გამყრელიძის განცხადებით,  გორის რაიონის სოფლების მოსახლეობას უამრავი ყოფითი და სოციალური პრობლემა აქვს. სოფლებში არ არის სარწყავი წყალი, გაზი.

"აგვისტოს ომის შემდეგ სოფლებს სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ, ხეხილის ნარგავები თითქმის მთლიანად განადგურებულია, მოსავალი აღარ მოდის და ადგილობრივი მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე იმყოფება. მდინარე ლიახვზე აგებული წყალსაცავი ყველა სოფელს ვერ ამარაგებს. აშშ-ს ხელისუფლების დახმარებით ხორციელდება სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტი, რომელმაც უკვე წელს, ნაწილობრივ მაინც, უნდა დააკმაყოფილოს გორელთა მოთხოვნა სარწყავ წყალზე, მაგრამ საჭიროა დამატებითი წყალსაქაჩების მოწყობა, რომ პრობლემა მთლიანად მოიხსნას", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მისი თქმით,  შიდა ქართლის 50-ზე მეტ სოფელს სარწყავი წყლის პრობლემა აქვს.

"პრეზიდენტმა პარლამენტში საანგარიშო გამოსვლის დროს პირობა დადო, რომ მიმდინარე წელს 18 ათასი ჰექტარი მიწა მოირწყვება და 38 ჰექტარზე დრენაჟი დამონტაჟდება. მიხეილ სააკაშვილის დაპირებები ახალი არაა. ჯერ კიდევ 2007 წელს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოში არცერთი მეტრი მიწა არ დარჩებოდა სარწყავი წყლის გარეშე. შეიქმნა სპეციალური პროგრამა, რომლისთვისაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი გამოიყო. რამდენად მოაგვარა ამან საირიგაციო სისტემაში არსებული პრობლემები, ჯერ კიდევ საკითხავია, რადგან სარწყავი წყლის არარსებობა ასეულობით სოფლის მთავარ გასაჭირს წარმოადგენს. ვნახოთ ამჯერად დაპირება როგორ შესრულდება", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მემარჯვენეები ხელისუფლებას  შიდა ქართლის სოფლების წყალმომარაგების პრობლემის  დროულად მოგვარებას  სთხოვენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციის შენობები, რომელმაც ეგვიპტელი ჟურნალისტი აღაფრთოვანა1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
საქართველოსა და პოლონეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა3
პრეზიდენტმა დედოფლისწყაროში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიიღო4
პირობით ვადამდე 75 მსჯავრდებული გათავისუფლდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X