GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შტეხი: ჩეხეთი საქართველოსთან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს დაამყარებს
16:23 23.04.2012
დღის სიახლეები

ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის, მილან შტეხის განცხადებით, საქართველო 22 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელთანაც ჩეხეთი განსაკუთრებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს დაამყარებს.

მისი თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკამ 22 ქვეყანასთან  ექსპორტის სპეციალური სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ჩეხეთი პარტნიორ ქვეყნებში ინფრასტრუქტურის მშენებლობას ხელს შეუწყობს. 

„ეს იქნება საწარმოების მშენებლობა, აღნიშნული კი ხელს შეუწყობს დასაქმებას, რადგან   ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ჩეხეთის რესპუბლიკას სურს, რომ მეტად დაეხმაროს კერძო ინვესტიციებს საქართველოში, რადგან საქართველო მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნად  რეგიონში“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ორდღიანი ბიზნეს-ფორუმი იმართება. ღონისძიების მიზანი ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი თანამშრომლობის დამყარებაა. ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება და ქართულ კომპანიებს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა ექნებათ.

ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია სენატის თავმჯდომარის მილან შტეხის ხელმძღვანელობით საქართველოს გუშინ ეწვია. დელეგაციაში არიან ბიზნესმენები სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, სამრეწველო, სამშენებლო, საკონსულტაციო და საფინანსო სექტორებიდან.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მედვედევი: სერდიუკოვის პროფესიონალიზმი საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაციისას გამოვლინდა1
პოლიციელებმა აზებაიჯანელ მოქალაქეს 77 ჭრილობა მიაყენეს2
ფინალურ დებატებში ობამამ მით რომნის აჯობა3
ასოცირების შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების მე-11 რაუნდი გაიმართება4
პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრად წარადგინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X