GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პორტუგალიელი ინვესტორები საინვესტიციო გარემოს ეცნობიან
16:27 23.04.2012
დღის სიახლეები
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პორტუგალიელი ინვესტორები საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს ეცნობიან და ამ მიზნით სხვადასხვა უწყებებთან შეხვედრებს მართავენ.  

დღეს ბიზნესმენები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს, ირაკლი მატკავას შეხვდნენ და სხვადასხვა ბიზნეს-პროექტზე ისაუბრეს. საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით პორტუგალიის ოთხი ყველაზე დიდი კომპანიაა დაინტერესებული.

"ორი რამ არის ძალიან მნიშვნელოვანი - ერთი ის, რომ პოტენციური ინვესტორები არიან უმსხვილესი და ძლიერი კომპანიების წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ დიდი რესურსი და ბიზნესის გამოცდილება არამარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. მეორე ის, რომ ეს კომპანიები მოღვაწეობენ სხვადასხვა სექტორში და შესაბამისად, მათი ინტერესიც ინვესტიციების განხორციელების კუთხით ძალიან მრავალფეროვანია: მაგალითად, ეს არის სოფლის მეურნეობის სფერო, ასევე საცალო ვაჭრობა, ასევე ინფრასტრუქტურული და ინდუსტრიული პროექტები და სხვა. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე და იმედი მაქვს, ძალიან მალე დავიწყებთ უკვე კონკრეტულ, ერთობლივ პროექტებზე მუშაობას" - განაცხადა ირაკლი მატკავამ.

პორტუგალიელი ინვესტორების საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორები არიან საქართველოს საელჩო პორტუგალიაში და აჭარის მთავრობა. სტუმრები საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩებიან.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ონიშენკო დღეს ქართველ მეღვინეებს შეხვდება1
თბილისი ამბასადორიალს მასპინძლობს2
თამარ კინწურაშვილი: კახი კალაძე და თეა წულუკიანი საარჩევნო უბნებზე შესვლას ცდილობდნენ3
ნიკა რურუა: გარკვეულ ძალებს ბაგრატის ტაძრის თემის პოლიტიზირება სურს4
ფინანსთა მინისტრის პოსტზე ირაკლი მანაგაძის კანდიდატურა განიხილება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X