GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აღსრულების ეროვნული ბიურო გამარტივებული წარმოების პრეზენტაციას გამართავს
09:27 24.04.2012
დღის სიახლეები

დღეს, 11:00 საათზე, აღსრულების ეროვნული ბიურო, ქართული საბანკო და სადაზღვევო სექტორისათვის ახალი სერვისის, „გამარტივებული წარმოების“ - პრეზენტაციას გამართავს. გამარტივებული წარმოების სერვისის ამოქმედებას აღსრულების ეროვნული ბიურო მაისის დასაწყისიდან გეგმავს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამარტივებულ წარმოებას მხოლოდ საქართველოს სასამართლოები ახორციელებენ. წარმოების ეს ფორმა ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებულ დავებზე ცხადი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, იმ დროს, როცა მოპასუხე ვალის არსებობას არ უარყოფს, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების არსებითი განხილვის გარეშე გამოტანას გულისხმობს.

ამიერიდან, მოცემულ მომსახურებას სახეცვლილი ფორმით აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს. დავები, რომლის რეგულირებასაც ამიერიდან ბიურო მოახდენს, მხოლოდ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობას შეეხება.

გამარტივებული წარმოების მომსახურება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული. გამარტივებული, სხვაგვარად საგადახდო, წარმოების მომსახურების დანერგვაც სწორედ უცხოური (შვედური და ფრანგული მოდელი) გამოცდილების, სასამართლოს პრაქტიკისა და მთელი რიგი მოდერნიზაციების გათვალისწინებით მოხდება. გამარტივებული წარმოების სერვისს, ჩვეულებრივ სამოქალაქო დავებთან შედარებით შემდეგი უპირატესობები აქვს:

აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ახალი სერვისი მხარეთა სხვაგვარ ჩართულობას უზრუნველყოფს. რესპოდენტს შეტყობინება მის წინააღმდეგ მიღებული აპლიკაციის შესახებ უშუალოდ ბარდება და პარალელულად ქეის მენეჯერი პირადად უხსნის იმ შესაძლო თანმდევ ნეგატიურ შედეგებს, რომელიც მის მიერ ვალის  გადაუხდელობას შეიძლება მოყვეს.

 

გამარტივებული წარმოება მედიაციის ელემენტებს შეიცავს და საბოლოო გადაწყვეტილების შინაარსზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა ორივე მხარეს შეუძლია; გამარტივებული წარმოება, იმ სახეცვლილი ფორმით, როგორითაც მის დანერგვას აღსრულების ეროვნული ბიურო აპირებს, ტიპიურ დავას, ე.წ. ნულოვან-ჯამური თამაშიდან, „მოგება-მოგების“ ტიპის ურთიერთობად გარდაქმნის, რადგან დავის განსაზღვრულ ეტაპზე, როდესაც მხარეები ვერ თანხმდებიან ფულადი ვალდებულების ოდენობის ან გადახდის ვადის ასპექტზე, პროცესში მედიაციის ინსტიტუტი ერთვება. შესაბამისად, მხარეებს ექმნებათ რეალური შესაძლებლობა მიაღწიონ ორმხრივად მისაღებ შედეგს.

 

ახალი სერვისის ამოქმედებამდე, „გამარტივებული წარმოების“ მუშაობის პრინციპებისა და ტექნიკის შესახებ ინფორმაციას, ქართულ საბანკო და სადაზღვევო სექტორს აღსრულების ეროვნული ბიუროს სპეციალისტები მიაწვდიან. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის ბანკი, საფინანსო და მიკროსაფინანსო და სადაზღვევო კომპანია, რომელიც საქართველოში ოპერირებს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გზების რეაბილიტაციისათვის 6 მილიონ ლარამდე ღირსებულების ტენდერი გამოცხადდა1
კახა კალაძე: ყურადღებას მცირე და საშუალო ჰესებზე გავამახვილებ2
საქართველოში პური 5-10 თეთრით გაძვირდა3
ლევან ვარშალომიძე ნაპირდაცვის სამთავრობო კომისიას შეხვდა4
შსს: ლუკა კურტანიძემ, თანმხლებ პირებთან ერთად, სასტიკად სცემა გიორგი მუმლაძე და გიორგი ლომიძე5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X