გიორგი ბარამიძემ 9.73 მლნ. ევროს საფინანსო შეთანხმებას მოაწერა ხელი
დღეს,
მთავრობის
კანცელარიაში, ვიცე-პრემიერ მინისტრმა გიორგი ბარამიძემ საქართველოს მთავრობის სახელით, ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, 2011 წლის ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური
განვითარების
პროგრამის
ფარგლებში
გათვალისწინებულ
9.73 მლნ.
ევროს საფინანსო შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ევროკომისიის
მხრიდან, დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი დაესწრო.
პრემიერის აპარატის ინფორმაციით, ევროკავშირის დახმარების ახალი პროგრამა - CIB Comprehensive
Institutional Building, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების
პროცესში ჩართული უწყებების ინსტიტუციონალური
განვითარებისა
და ევროკავშირის საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნითაა გათვალისწინებული.
ახალი პროგრამა ინსტიტუციონალურ მხარდაჭერასთან ერთად (TWINNING-ი და ტექნიკური დახმარება) მოიაზრებს საჯარო უწყებების მოდერნიზაციასა და ტექნიკურ აღჭურვას, რაც საშუალებას იძლევა
მოხდეს ისეთი სპეციალიზირებული ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორიცაა მაგალითად სხვადასხვა სახის ლაბორატორიების აღჭურვა - განახლება.
აღნიშნული ბიუჯეტიდან ასეთი სახის აღჭურვილობას მიიღებენ: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
-
სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო; აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უვნებლობის სააგენტო და
სხვა უწყებები.
internet.ge