GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საწარმოს გაკოტრებისას ხელმძღვანელს საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ექნება
19:21 25.04.2012
დღის სიახლეები

საწარმოს გაკოტრების შემდეგ, მის ხელმძღვანელს საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ექნება

„გადახდისუუნარობის შესახებ კანონში“ ცვლილებები შედის, რომლის თანახმად, საწარმოს გაკოტრების შემდეგ, მის ხელმძღვანელს საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ექნება.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ახალი რეგულაცია ისეთი საწარმოს გაკოტრებას ეხება, რომელსაც ვალები აქვს გასასტუმრებელი.

კერძოდ, ასეთი გაკოტრებული საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იქნება გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში, საგადასახადო ორგანოს  განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციები წარუდგინოს. ხოლო, საწარმოს ხელმძღვანელს მისი თანამდებობა, მხოლოდ ვალდებულებების დეკლარირების ნაწილში შეუნარჩუნდება.

პროექტით, იმ შემთხვევაში თუ საწარმოს ხელმძღვანელი საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულებას არ შეასრულებს, ის დაჯარიმდება, თუმცა დაჯარიმება მას დეკლარირების ვალდებულებისგან არ გაათავისუფლებს.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თბილისის მერია სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს1
„ქართული ოცნება“ საწყის ეტაპზე 4 საპარლამენტო ფრაქციის შექმნას ვარაუდობს2
საქართველოს პროკურატურა დავით აკობიას ჩვენებას ავრცელებს3
მაია ფანჯიკიძე: ემიგრაციაში მყოფი ამომრჩევლები ზუსტად აღრიცხულები არ არიან4
წყალდიდობის გამო მანილაში 12 მილიონ ადამიანს ქალაქის დატოვებას ურჩევენ (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X