საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს, მსოფლიოში ლიდერი ებრაული კომპანიების "ნაისისა" და "დისენტეკის" გენერალურ დირექტორებს შეხვდა.
აღნიშნული კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მაღალი ხარისხის ტექნოლოგიებსა და უსაფრთხოების დაცვის მექანიზმებს ამონტაჟებენ.
შეხვედრაზე მხარეებმა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ იმსჯელეს, სადაც აღნიშნული კომპანიების მომსახურების გამოყენება განსაკუთრებით საჭირო და სასარგებლო იქნება.
კომპანია "ნაისი" უსაფრთხოების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. სწორედ აღნიშნული კომპანია უზრუნველყოფს ნიუ-იორკის აეროპორტის, ეიფელის კოშკის, ჩიკაგოს პოლიციის უსაფრთხოების სისტემების დაცვას. კომპანია მსოფლიოს 150 ქვეყნაში ოპერირებს და 25 000-მდე ორგანიზაციას ემსახურება.
კომპანია "დესინტეკი" Hi-tech-ის პროდუქციის წარმოების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიია. აღნიშნული კომპანიის მომსახურება არაერთ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, მექსიკაში და ა.შ გამოიყენება.
Internet.ge