საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სოფლის
მეურნეობა, როგორც დამოუკიდბელი დარგი, ძალიან წარმატებული უნდა გახდეს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს, განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში ყოფნისას
განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საბოლოო ჯამში საქართველოს ექსპორტი
ტექნოლოგიებია. პრეზიდენტის განცხადებით, ადრე ქვეყანა ჩამორჩენილი იმის გამო იყო,
რომ საბჭოთა სისტემამ ყველაფერი უკუღმა დაატრიალა.
„ჭანჭიკის გასაკეთებლად ვიღაცის ჩამოყვანა აღარ უნდა გვჭირდებოდეს,
ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. საერთოდ აგრარულ უნივერსიტეტში სიტუაცია
ძალიან შეცვლილია. ადრე თუ ვერსად მოხვდებოდა ადამიანი, იმ შემთხვევაში მოდიოდა
აქ. ძველი პირობებიდან ასეთი თანამდეროვე უნივერსიტეტის შექმნა, ჩვენთვის დიდი
გამოწვევაა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს, განახლებულ აგრარულ უნივერსიტეტში
იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტის სტუდენტებსა და
პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა და მათ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის
აგრარული განათლების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
internet.ge