GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზაზა გოროზიამ მოცვის სადემონსტრაციო პლანტაცია დაათვალიერა
15:12 28.04.2012
დღის სიახლეები
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ზაზა გოროზია, აჭარის რეგიონს ეწვია და ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში, 6 ჰექტარზე გაშენებული მოცვის სადემონსტრაციო პლანტაცია დაათვალიერა.
 
მოცვის წარმოების ხელშეწყობის პილოტური პროგრამა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის კორპორაციამ 2010 წელს დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მოცვის, როგორც ახალი პროდუქტის, პირველადი წარმოების განვითარებას. 

მოცვის კულტურის გაშენება შავი ზღვის სამ რეგიონში - აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში მოხდა. აღნიშნული ტერიტორიები გამოირჩევა ნიადაგის მაღალი მჟავიანობით, რაც მოცვის გაშენებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. შავი ზღვის კლიმატი მოსავლის ერთი თვით ადრე მიღების საშუალებას იძლევა, რაც მრავალწლიან გარანტირებულ გასაღების ბაზარს და ადგილობირივი მოსახლეობისთვის შემოსავლის დამატებითი წყაროს არსებობას განაპირობებს.

„ამ სადემონსტარციო ნაკვეთში 9 სახეობის მოცვია დარგული. მათ შორის ყველაზე ნაყოფიერს მომავალში გაცილებით მეტ ფართობზე მოვიყვანთ. აღსანიშნავია, რომ მოცვი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია საერთაშორისო ბაზარზე და მისი ექსპორტირება საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ეს მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა ჩვენი ფერმერებისთვის“, - აღნიშნა ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ქართული მოცვი უკვე გადის უკრაინასა და აზერბაიჯანში. ამ ეტაპზე ქართველი მეწარმეები სხვა უცხოური ბაზრების ასათვისებლადაც ემზადებიან. წინასწარი გათვლებით საქართველოში მოყვანილი კენკრა ბაზარზე კიდევ უფრო მეტად მოთხოვნადი იქნება და კილოგრამის ფასი 3-4 ევროთი განისაზღვრება. 

დღესვე, ზაზა გოროზია გურიაში, სოფელ ნატანებში მიმდინარე საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გაეცნო. ხვნა–თესვის პროცესი სოფლის მეურნეობის განვითარების და ფერმერთა დახმარების პროგრამით შემოყვანილი ტექნიკით მიმდინარეობს. სულ გურიის რეგიონში 11 ახალი ტრაქტორი მუშაობს. ახალი ტექნიკა მოსახლეობას უფრო მეტი მიწის დამუშავებისა და გაზრდილი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
5 შვილის დედამ ქალიშვილისა და მეუღლის დახმარებით ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცემით მოკლა (VIDEO)1
კიბერ-თაღლითებმა ბანკებიდან 60 მლნ დოლარი მოიპარეს2
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმი საზღვაო განათლების ცენტრი იქნება3
ტიმოშენკოს, შესაძლოა, ბრალდება დაუმატონ4
სოციალურად დაუცველი პირები საცხოვრებელი ფართის მიღებამდე შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X