„ლეიბორისტები“ სოფლად მცხოვრები ოჯახებისთვის 50 ლიტრი საწვავის გამოყოფას მოითხოვენ
„ლეიბორისტული პარტია“ მიხეილ სააკაშვილისგან სოფლად მცხოვრები
ოჯახებისთვის 50 ლიტრი საწვავის გამოყოფას მოითხოვს. როგორც ჟურნალისტებს პარტიის
ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ განუცხადა, საწვავის ფასის სიძვირის გამო გლეხი
მიწას ვერ ამუშავებს.
„მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობას სიამოვნებით უთავსებს ნავთობ-შეიხობას. საქართველოში მოქმედი ნავთობ-კომპანიები სწორედ მისი ოჯახის საკუთრებაა, რომელთაც საწვავზე მაღალი მძარცველური ფასები აქვთ დაწესებული და აკეთებენ მილიონებს.
მთავარი
მიზეზი იმისა, რომ სოფელი დაქცეულია, დღემდე დაუხნავ-დაუთესავია მიწების უმეტესი ნაწილი, განპირობებეულია
დიზელზე კატასროფულად მაღალი ფასებით“,-
განაცხადა გუგავამ.
internet.ge