საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
მინისტრი,
რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს, ესტონეთის სამხრეთ რეგიონის საგზაო დეპარტამენტის უფროსს ანდრუს პრუკს, მის თანმხლებ პირებსა და ესტონური საგზაო კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე
შეთანხმდნენ,
რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ესტონეთის საგზაო დეპარტამენტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის
შესახებ
მემორანდუმს მოეწერება ხელი.
შეხვედრის
ფარგლებში
მხარეებმა
საქართველოსა
და ესტონეთს შორის საგზაო ინფრასტრუქტურის
სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარებასა
და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. საუბარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ესტონური საგზაო კომპანიების ჩართვასაც შეეხო.
რეგიონული
განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის
მინისტრმა
ესტონელ სტუმრებს საქართველოს საგზაო სფეროში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული
პროექტები
გააცნო.
დაიგეგმა,
კვალიფიკაციის
ამაღლების
მიზნით, სპეციალისტთა გადამზადება ესტონეთში. ესტონეთის დელგაციას საქართველოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტროს
საავტომობილო
გზების დეპარტამენტი მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სემინარი, რომელზეც ესტონელი და ქართველი კოლეგები ორი ქვეყნის საგზაო ადმინისტრაციის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო-ინფრასტრუქტურული
პროექტების
შესახებ იმსჯელებენ და საქართველოში მიმდინარე საგზაო პროექტებს დაათვალიერებენ.
Internet.ge