გიორგი პერტაია წინადადებით გამოდის კოდექსში ცვლილებები წელიწადში ორჯერ განხორციელდეს
ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია წინადადებით გამოდის,
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები წელიწადში მხოლოდ ორჯერ განხორციელდეს.
როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, პერტაიამ განაცხადა, კოდექსი დღითიდღე
იხვეწება, რაც ბიზნესისთვის სასიკეთოა, თუმცა გასულ წელს საგადასახადო კოდექსში
სამასამდე ცვლილება განხორციელდა.
მისი თქმით, ბიზნესმენების ერთი ჩვეულებრივი დღე „მაცნის“ ვებგვერდის
ნახვით იწყება, რათა ნახონ, ხომ არ განხორციელდა კოდექსში რაიმე სახის ცვლილება.
ომბუდსმენის წინადადებით, კოდექსში ცვლილება წელიწადში ორჯერ
კვარტალურად უნდა განხორციელდეს.
პერტაიას შეფასებით, ცვლილების განხორციელების შემდეგ ბიზნესს ანალიზი
და სტრატეგიის შემუშავება სჭირდება, რის გამოც მისი იდეა ლოგიკურია.
Internet.ge