ევროზონის 17 ქვეყნის
მასშტაბით, უმუშევართა საერთო რაოდენობა 10,9%–ით გაიზარდა. ევროკავშირის
სტატისტიკის დეპარტამენტის განცხადებით, 1999 წლის შემდეგ, ეს არის
უმუშევრობის უმაღლესი მაჩვენებელი.
ამჟამად,
ევროზონაში სულ 17,4 მილიონი ადამიანი ეძებს სამუშაოს და ამათგან, 3 მილიონზე მეტი 25 წელს ქვემოთ ახალგაზრდაა.
მთელი ევროზონის
მასშტაბით, უმუშერობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (24,4%) არის ესპანეთში და
ვარაუდობენ, რომ ეს ციფრი მომავალი წლისათვის კიდევ გაიზრდება.
მწვავედ დგას
უმუშევრობის პრობლემა იტალიაშიც, სადაც მისმა მაჩვენებელმა 9,4% მიაღწია.
Internet.ge