GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კახა ბაინდურაშვილმა 10 კომპანია დააჯილდოვა
14:50 03.05.2012
დღის სიახლეები

სავაჭრო-სამრეწველო პალატის Golden წევრის სტატუსის მქონე 10 კომპანიას, პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. 

 

პალატის ინფორმაციით, ამ დროისთვის Golden წევრის სტატუსის მქონე კომპანიებია:

შპს „ემ ეს სი ჯორჯია“;  შპს „ელ ჯი“;  “დექსუსი”, “პოპული”, GPC, “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”, “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, “ელმავალმშენებელი”, “საქართველოს ბანკი” და “APM ტერმინალს ფოთი”.

 

სავაჭრო-სამრეწველო პალატამ წლის დასაწყისიდან ბიზნესს განახლებული სერვისები შესთავაზე, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ინიციატივაა  პალატის Golden წევრის სტატუსის მინიჭება. აღნიშნული სტატუსის მქონე კომპანიები სავაჭრო-სამრეწველო  პალატის სერვისებით სარგებლობისას შეღავათებით სარგებლობენ. 

 

ასევე დღეს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა კახა ბაინდურაშვილმა მედიასთან მიმდინარე წელს პალატის ორგანიზებით გამართულ მნიშვნელოვანი შეხვედრები, ფორუმები და საერთაშორისო ვიზიტები შეაჯამა, რომელთა მთავარი მიზანი ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ბიზნესის სტიმულირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო.

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, წლის დასაწყისიდან საქართველოსა და საზღვარგარეთ გაიმართა საქართველო-ჩეხეთის, საქართველო-სამხრეთ კორეის,  საქართველო-უკრაინის, საქართველო-ირანის ბიზნესფორუმები, შედგა ბიზნესის შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკაში, საინვესტიციო ფორუმები კატარსა და დუბაიში. მოეწყო შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან, ბიზნესასოციაციებთან. 

 

შედგა პალატის პრეზიდენტის საქმიანი ვიზიტები ლიბანში, გერმანიაში, იტალიაში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სადაც პალატის პრეზიდენტმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ადგილობრივ სავაჭრო პალატებთან და ადგილობრი ბიზნესსაზოგადოებას გააცნო საქართველოს ბიზნესგარემო და საინვესტიციო შესაძლებლობები .

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისია შეიქმნება1
ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი "მერანი“ დაიწყო2
iPhone-ს ქარხანაში 5 ათასი პოლიციელია მობილიზებული (VIDEO)3
აქციაზე სტუდენტების ნაწილმა სხეული დაიზიანა4
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გათავისუფლებულია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X