ბათუმი მეხუთე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას "EXPO BATUMI 2012"
მასპინძლობს. დღეს, გამოფენა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ გახსნა.
გამოფენაში, ადგილობრივებთან ერთად სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან,
უკრაინიდან, ირანიდან, ლატვიიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან 150-ზე
მეტი კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც სასტუმრო ქსელების აღჭურვილობის,
დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში მოღვაწეობენ.
„ექსპო ბათუმი“ სწრაფად განვითარებადი ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი მოვლენაა, რაც პოპულარიზაციას უწევს აჭარის რეგიონს. ეს გავძლევს
საშუალებას, რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ და გასული წლის სტატისტიკა,
რომელიც 1მლნ. 300 ათასს შეადგენდა წელს კიდევ 300 ათასით გაიზარდოს. გამოფენის
მონაწილეთა რაოდენობა, იმის მანიშნებელია, რომ აჭარის მიმართ ინტერესი ყოველ
წლიურად იზრდება,“ – აღნიშნა ლევან ვარშლომიძემ.
"EXPO BATUMI 2012"-ს ართვინის გუბერნატორი ნეჯმათინ ქალქანი
სტუმრობდა. გამოფენის ორგანიზატორი კომპანია "ჯეონეტ ექსპოა", მხარდამჭერები
არიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის ტურისტული სააგენტო
და ბათუმის მერია. გამოფენა კიდევ სამ დღეს გაგრძელდება.
Internet.ge