დღეს, "წინანდლის ღვინის სკოლაში“ ღვინის
მარკეტინგის თემაზე ლექცია წაიკითხეს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, საერთაშორისო ექსპერტმა ანა გოდაბრელიძემ და სკოლის თანადამფუძნებელმა,
ეკონომიკის
მეცნიერებათა
დოქტორმა მარკ-მილო ლიუბემ.
ლექციის დასრულების შემდეგ მომხსენებლებმა მოსწავლეთა შეკითხვებს უპასუხეს.
ღვინის სკოლა გასულ, 2011 წელს, სოფლის მეურნეობის სამინიტროს ინიციატივითა და "სილქ როუდ ჯგუფი“-ს მხარდაჭერით დაფუძნდა.
მისი მიზანია, კახეთის
რეგიონის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა მოისმინონ ლექციები მევენახეობის, მეღვინეობისა და ღვინის მარკეტინგის საფუძვლების შესახებ.
ამასთანავე, ჩაუტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობები და დაესწრებიან დამზადების და შემდგომ ბოთლებში ჩამოსხმის პროცესს. ეს ხელს შეუწყობს მეღვინეობის დარგში მაღალკვალიფიციური
კადრების მომზადებასა და მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის კიდევ
უფრო გაზრდას.
აღნიშნული პროექტის მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის
სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.
Internet.ge