საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებულმა
არჩევნების შედეგებმა, აზიურ ბირჟებზე წამყვანი ინდექსების
ვარდნა გამოიწვია.
ძირითადმა აზიურმა საფონდო ბირჟებმა
ვაჭრობის შედეგად 2,5% დაკარგეს. ევროს კურსი აზიის სავაჭრო ბაზარზე, პირველად ბოლო
სამი თვის განმავლობაში, 1 დოლარსა და 30 ცენტზე დავარდა.
„ხალხი განიცდის, რომ შესაძლოა
მერკელის მიერ ინიცირებულ მკაცრი ეკონომიკის ზომებს ბოლო მოეღოს, და ეს იწვევს ინვესტორთა
წუხილს,“ - ციტირებს „ევრონიუსი“ კომპანია „Lyncean Holdings“-ის წარმომადგენლის, ფრენსის
ლანის, სიტყვებს.
ინვესტორები უფრთხიან ევროპული
საბიუჯეტო პაქტის გადახედვასა და საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტის „არამეგობრულ“
პოლიტიკას მსხვილ კაპიტალთან მიმართებაში.
ევროზონის სტაბილურობის საფრთხის
ქვეშ დაყენება საბერძნეთსაც შეუძლია, სადაც მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკისადმი ლოიალურად
განწყობილმა ძალებმა ვერ მოიპოვეს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა.
Internet.ge