საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, გამართულ მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები განიხილა.
პრემიერის
ინფორმაციით, ბოლო კვარტლის ანალიზმა აჩვენა, რომ შესაძლებელია, ეკონომიკის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 5-დან 6%-მდე გაიზარდოს.
გილუარის
განცხადებით, ბიუჯეტის შემოსავლები 200 მილიონი ლარით იზრდება.
„მთლიანი შიდა პროდუქტი 26 მილიარდ 967 მილიონი ლარით განისაზღვრება. დღევანდელი გაცვლითი კურსით რომ დავთვალოთ, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 3500 დოლარზე ცოტა მეტს შეადგენს, რაც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება 2003 წლის მაჩვენებელს. მთავარი ცვლილება კი ისაა, რომ ვიღებთ უფრო მეტ გრანტს, ვიდრე თავიდან იყო გათვალისწინებული და ლიცენზიებიდან შემოსავალი დაახლოებით 100 მილიონი ლარით იზრდება“,- განაცხადა გილაურმა.
პრემიერის
ინფორმაციით, ასევე, დამატებითი ხარჯები გათვალისწინებულია სტუდენტების დაზღვევის პროგრამაზე, საელჩოების შენობების შესყიდვაზე, ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთათვის ახალი კორპუსის ინვენტარით აღჭურვაზე, თოვლსაწმენდი მანქანების ყიდვაზე, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და მრავალ სხვა პროექტზე.
Internet.ge