საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2012 წელს ვერ ჩატარდება.
საქსტატის განცხადებით, აღწერის მომზადებას
და ჩატარებას მინიმუმ 1 წლიანი მოსამზადებელი პერიოდი სჭირდება, რის გამოც აღწერის 2012 წელს ჩატარება ვერ ესწრება.
საქართველოს მთავრობის 30 აპრილის #157 დადგენილების საფუძველზე
შეიქმნა მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია. მოსახლეობის
აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია შეიკრიბება უახლოეს მომავალში, სადაც
დადგინდება მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარების ზუსტი თარიღი.
2005 წლის ივლისში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკურმა და
სოციალურმა საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მან მოუწოდა წევრ სახელმწიფოებს
განახორციელონ მოსახლეობის საყოველთაო აღწერები 2005-2014 წლების პერიოდში.
“საქსტატი უკვე დიდი ხანია სახელმწიფო ბიუჯეტისა
და გაეროს მოსახლეობის ფონდის თანადაფინასებით ახორციელებს მოსახლეობის მომდევნო
აღწერისათვის მზადებას. კერძოდ ამზადებს კითხვარებს, ინსტრუქციებს, ციფრულ
კარტოგრაფულ მასალას შინამეურნეობების წინასწარი სიების შედგენისათვის და
მზადყოფნას გამოთქვამს, აღწერის ჩატარების თარიღის დადგენის შემდეგ უზრუნველყოს შესაბამისი
პროგრამის განხორციელება“,- აცხადებენ საქსტატში.
Internet.ge