ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის შეფასებით, ბანკებთან მიმართებაში, ქართველი ფერმერებისთვის ტრეინინგები უნდა გაიმართოს.
როგორც
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, გიორგი თარგამაძის საპასუხოდ ქადაგიძემ განაცხადა, ფერმერები და ბანკირები, განსხვავებულ ენაზე საუბრობენ.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის დაკრედიტება იზრდება, რასაც ბოლო წლებში ადგილი არ ჰქონია.
„სოფლის მეურნეობის დაკრედიტება ერთ-ერთი მტკივნეული საკითხია არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებად სამყაროში და საქართველოც გამონაკლისი არ არის. ხშირ შემთხვევებში, ჩვენი ფერმერები და ბანკირები, განსხვავებულ ენაზე საუბრობენ, ამიტომ, საჭიროა ტრენინგები ჩატარდეს, რათა ფერმერები გათვითცნობიერებულები იყვნენ, თუ რა პროცედურების გავლა სჭირდებათ მათ ბიზნეს საქმიანობისთვის. მხოლოდ საბაზო მექანიზმებით და იძულებით, სოფლის მეურნების დაკრედიტება, ვერ მოხდება“, – აცხადებს
ქადაგიძე.
Internet.ge