საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. ამას 2012
წლის ბიუჯეტში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე შესულია.
ცვლილებების თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშვეთა
რიცხოვნობა 197-ით იზრდება. აქედან, ცესკოს თანამრომელთა რიცხოვნობა - 116
პირით, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა რიცხოვნობა - 36-ით,
თავდაცვის სამინისტროს კი, 45 თანამშრომელი დაემატება.
2012 წლის ბიუჯეტის შემოსავლები 200 მლნ
600 000 ლარით იზრდება,
მიმდინარე წლის ბიუჯეტი კი მთლიანად, 8 მილიარდ 216 მილიონი ლარი გახდება.
Internet.ge