ხვალ, ბათუმში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკურ
კონფერენციას – „ეკონომიკური თანამშრომლობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა ეუთოს რეგიონში“
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ასამბლეის პრეზიდენტი პეტროს ეფთიმიუ გახსნიან.
ამის შესახებ „ინტენეტ.ჯი“–ს პარლამენტის პრესსამსახურიდან
აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ფორუმზე, სიტყვით გამოვა პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც.
კონფერენციაზე მომხსენებლები არიან საქართველოში ევროკავშირის
დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე
და კატო-ს ინსტიტუტის წარმომადგენელი ანდრეი
ილარიონოვი.
თემაზე - „მშვიდობა და ნდობის შექმნა ეკონომიკური და
გარემოს სფეროში თანამშრომლობის გზით“ კონფერენციის მონაწილეებს, მოხსენებით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგი
კაპანაძე, ეუთო-ს კოორდინატორი ეკონომიკურ
და გარემოს საკითხებში გორან სვილანოვიჩი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი მიგრაციის საკითხებზე კეტლინ ფერიე.
ამას გარდა, ენერგო უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საპატიო პრეზიდენტი ჟოაო სოარესი, საქართველოს ენერგეტიკისა
და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, სტამბოლის ფატიხის უნივერსიტეტის
ეკონომიკის ფაკულტეტის ხელმძღვანელი პროფესორი მურატ კარაგოზი და სახელმწიფო მინისტრი
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.
ამასთან, კონფერენციაზე, მცირე და საშუალო საწარმოების
განვითარებაზე ისაუბრებენ საქართველოს ეკონომიკისა
და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის
პრეზიდენტი დევიდ ლი.
ეუთოს
საპარლამენტო
ასამბლეის
ეკონომიკური
კონფერენცია
მუშაობას
14 მაისს დაასრულებს.
Internet.ge