ბიზნესდაჯილდოება “მერკური 2012” ამ წუთებში, საგამფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” მიმდინარეობს.
დაჯილოდოებაზე უკვე გამოვლინდა პირველი გამარჯვებული. ნომინაციის “წლის აღმოჩენა” გამარჯვებული კომპანია “ბერტა” გახდა.
“დარგის აღორძინებისთვის” კომპანია ”ჯეო პლანტი” დაჯილდოვდა; “ქალბატონი მეწარმე”- კი კომპანია “მედი” გახდა. ნომინაციაში “წლის ბიზნესი” გამარჯვებულს საქართველოს პრეზიდენტი დააჯილდოვებს, თუმცა ამ ნომინაციაში გამარჯვებულის ვინაობა ამ დროისათვის ცნობილი არ არის.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი 300-მდე კომპანიიდან, სპეციალურ პრიზს 18 კომპანია მიიღებს.
საღამოს ორგანიზატორი ეკონომიკის სამინისტროა. მინისტრ ვერა ქობალიას შეფასებით, აღნიშნული დაჯილდოება ძალიან მნიშვნელოვანია.
“ერთადერთი გზა დასაქმებისკენ ეს არის ბიზნესის განვითარება, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის. ზუსტად ამიტომ უნდა წავახალისოთ ისინი და მიხარია, რომ დღეს საქართველოში გვაქვს ისეთი წარმოება, როგორიცაა კომპიუტერი. მიხარია, რომ დღეს 250-მდე კომპანიაა წარმოდგენილი”,- განაცხადა ქობალიამ.
internet.ge