ფინანსთა მინისტრის,
დიმიტრი გვინდაძის მტკიცებით, 2012 წლის მონაცემებით, საქართველოში, ერთ სულ
მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი – 3 ათას
549 დოლარამდეა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.
როგორც პარლამენტის
საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტში
განსახორციელებელი ცვლილებების განხილვისას, გვინდაძემ განაცხადა, 2011 წელი 7
პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დასრულდა, რაც ნომინალურ გამოსახულებაში, ორნიშნა
ზრდას გულისხმობს.
მისი შეფასებით, აღნიშნული
პროგნოზი ძალიან კარგი შედეგია, იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც 2011 წელს
არსებობდა.
„7%-იანი ზრდა ერთ-ერთი კარგი შედეგია
არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპაში“, - დასძინა მინისტრმა.
Internet.ge