ბათუმში
მიმდინარე ეუთო-ს
საპარლამენტო ეკონომიკური კონფერენცია დასრულებულია.
დღეს ბოლო, მეოთხე სესია გაიმართა.
მთავარი თემა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება იყო. სესიაზე მოხსენებით
წარდგა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია.
კონფერენციის საბოლოო რეზოლუციები ივლისში მონაკოში გამართულ ეუთო-ს საპარლამენტო
ასამბლეის სხდომაზე აისახება.
დელეგატებმა სერიის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ შეაფასეს ის რეფორმები,
რომლებიც ბოლო პერიოდში საქართველოში განხორციელდა.
კონფერენციას 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.
internet.ge