ეკონომიკის სამინისტრო: რკინიგზის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო რჩება
“საქართველოს რკინიგზის” აქციების ლონდონის ბირჟაზე განთავსების თაობაზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო განცხადებს ავრცელებს, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრომ აქამდეც არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ მთავრობა გეგმავს საფონდო ბირჟებზე საქართველოს სახელმწიფო კომპანიების
აქციების არასაკონტროლო პაკეტის
განთავსებას.
ამ დროისთვის მთავრობა აწარმოებს საფონდო
ბირჟებზე არსებული მდგომარეობის შესწავლას,
რათა დარწმუნდეს, რომ დღესდღეობით საქართველოს რკინიგზის არასაკონტროლო
პაკეტის განსათავსებლად საერთაშორისო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე შესაბამისი
ვითარებაა.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ იგეგმება
ლონდონის საფონდო ბირჟაზე “საქართველოს რკინიგზის” ჩვეულებრივი აქციების არაუმეტეს 25%-ის
განთავსება.
ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, გაცნობებთ, რომ რკინიგზის აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელად კვლავ სახელმწიფო
რჩება, ასევე არსებითი არაფერი იცვლება კომპანიის მართვის საკითში“,- ნათქვამია
ვერა ქობალიას უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს რკინიგზის“
აქციების 25 % - ის გაყიდვის ფაქტი ინტერნეტ.ჯი“-ს მთავრობის კანცელარიაშიც
დაუდასტურეს.
Internet.ge