GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გაიმართება
10:39 18.05.2012
დღის სიახლეები

სასტუმრო "რედისონში" დღეს, საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გაიმართება. ეკომომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას  ქალაქ ალექსანდრიის ბიზნესმენთა დელეგაცია მიიღებს.

ფორუმს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი მატკავა გახსნის. ბიზნესფორუმის გახსნას დაესწრებიან საქართველოს ელჩი ეგვიპტის და სირიის არაბთა რესპუბლიკებში არჩილ ძულიაშვილი და ალექსანდრიის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე მოჰამედ ბაჰაა გჰატვარი.

ეგვიპტის ბიზნესდელეგაციაში შემავალი ბიზნესმენები წარმოადგენენ კომპანიებს ფარმაცევტიკის, სამრეწველო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საინჟინრო და საკონსულტაციო სექტორებიდან. მათი მიზანი, საქართველოში ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი ურთიერთთანამშრომლობის დამყარებაა.

დღის მეორე ნახევარში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი სექტორების მიხედვით შეხვდნენ და მოლაპარაკებები გამართონ პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფხაზეთის რუსულ ბაზაზე კიდევ ერთი სამხედრო ქალაქი აშენდა1
პატიმართა მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სამი თანამშრომელი დააკავეს2
სოციალურად დაუცველი პირები კანცელარიასთან აქციას გამართავენ3
პრობაციონერებს, რომელთაც განსაკუთრებული კონტროლი არ სჭირდებათ პირობითი მსჯავრი მოეხსნებათ4
ბობოხიძე მიიჩნევს, რომ თუ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავა დაპირებებზე პასუხისმგებლობას მოიხსნის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X