ფიქსირებული გადასახადი ავტომობილების ტექნიკურ სარემონტო მომსახურების სუბიექტებზეც წესდება
მთავრობის
„სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ დადგენილებაში
ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, ყოველთვიური 100-ლარიანი ფიქსირებული გადასახადი ავტომობილების ტექნიკურ სარემონტო მომსახურების სუბიექტებზეც წესდება.
აღნიშნულ ცვილებაზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს.
ცვლილებებით,
საგადასახდო განაკვეთი ერთი ავტომობილის მომსახურებისთვის განკუთვნილ ადგილზე თვეში – 100 ლარი იქნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ცალსახად ვერ დგინდება, რამდენ ავტომობილს ემსახურება სამუშაო ადგილი, გადასახადის განაკვეთი ყოველ 40კვ.მ-ის ფართზე დაანგარიშდება და ამ შემთხვევაშიც თვეში 100 ლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ მსგავსი საგადასახო დაბეგვრის რეჟიმი, ცოტა ხნის წინ, თონეებზე, სილამაზის სალონებსა და სოლარიუმებზე გავრცელდა.
Internet.ge