GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„აისბერგ ფოთში“ 67 ადგილობრივია დასაქმებული, მათ შორის 25 იძულებით გადაადგილებული პირი
15:51 19.05.2012
დღის სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ აბაშაში მარცვლეულის შესანახი ცენტრი მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. ცენტრის მოცულობა 75 000 ტონა მარცვალს შეადგენს, საშრობის წარმადობა კი საათში 30 ტონაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრი მარცვლეული კულტურების მოსავლის პირველად დამუშავებას, გაწმენდას, დამარცვლას და შესაბამის პირობებში შენახვას უზრუნველყოფს. აბაშის მარცვლეულის შესანახი ცენტრი აკმაყოფილებს პროდუქციის სტანდარტიზაციასა და საერთაშორისო ბაზრის ყველა მოთხოვნას. აქვე ფუნქციონირებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია. ცენტრში 40 ადგილობრივია დასაქმებული.

ცენტრთან არსებული მაღაზია ფერმერებს წარმოების პროცესში საჭირო საშუალებებით (სასუქი, შხამ-ქიმიკატი, სათესლე მასალა) ამარაგებს. აბაშაში მოქმედი ცენტრი ხელს უწყობს საქართველოში მარცვლეული კულტურების ექსპორტისა და მეცხოველეობის დარგის განვითრებას. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ადგილობრივ გლეხებსა და ფერმერებს სოფლის მეურნების სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სამომავლო პროექტები გააცნო. ზაზა გოროზიამ მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

დღესვე, ზაზა გოროზიამ ფოთში, შპს „აისბერგ ფოთის“ თევზისა და ხორცპროდუქტების შესანახი სამაცივრე მეურნეობაც დაათვალიერა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა 2011 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს.

ფოთის სამაცივრე მეურნეობა 17 ჰექტარზეა განთავსებული და მისი ტევადობა 10 ათას ტონას შეადგენს. კომპლექსის თერმოიზოლაციურ კამერებში სასურველი ტემპერატურის რეგულირება მთიანად ავტომატურად ხორციელდება. აღნიშნულ კამერებში ნედლი პროდუქტის გაყინვის პროცესი შესაბამისი ტექნოლოგიების სრული დაცვით მიმდინარეობს.

სწრაფი გაყინვის ჰერმეტული კამერები საშუალებას იძლევა პროდუქტი უვნებლად შეინახოს და თვისობრივი მახასიათბლები ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს. სამაცივრე მეურნეობა უზრუნველყოფს პროდუქციის, როგორც დასაწყობებას, ასევე სადისტრიბუციოდ გატანას. ადგილობრივი ბაზრის მომარაგების გარდა, პროდუქციის ტრანპორტირება აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ხორციელდება. შპს „აისბერგ ფოთში“ 67 ადგილობრივია დასაქმებული, მათ შორის 25 იძულებით გადაადგილებული პირია.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფრასიძეების ადვოკატები 2004 წელს ჩატარებული სპეცოპერაციის საქმის გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ1
ირაკლი ალასანია: ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ახალი ეტაპი იწყება2
საქართველოში მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრებს განაგრძობენ3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (27 აგვისტო-2 სექტემბერი)4
Nasa-ს მიერ გაშვებული რობოტი მარსზე დაეშვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X