GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სადრენაჟე სისტემის აღდგენაზე 200 ადგილობრივი დასაქმდება
11:30 21.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, კოლხეთის დაბლობზე, ნიადაგის შესწავლის პროცესს დაესწრო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურ კონტეინერებში აღებული სინჯების საშუალებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, 4 დღის განმავლობაში, ნიადაგის სტრუქტურისა და შემადგენლობის ზუსტი განსაზღვრა მოხდება.

ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი და ნიადაგის სრულფასოვანი კვლევის საშუალებას იძლევა. კოლხეთის დაბლობზე, 30 წელზე მეტია სადრენაჟე სისტემების რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა. მეორადი დაჭაობების შედეგად მიწა იხრწნება, განიცდის ლპობას და საბოლოოდ უვარგისი ხდება სასოფლო–სამეურნეო სამუშაოებისთვის.

აღებული სინჯების ანალიზის შედეგების საფუძველზე, კოლხეთის დაბლობზე ოპტიმალურად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების გაშენება მოხდება. ტრადიციულად ეს ტერიტორიები მარცვლოვანი კულტურებისთვის საუკეთესო ნიადაგს წარმოადგენდა.

კოლხეთის დაბლობზე ნიადაგის ათვისება ადგილობრივი ფერმერებისთვის ხელსაყრელი და მომგებიანი იქნება. საპორტო ქალაქ ფოთთან ახლო მდებარეობის გამო, ამ ტერიტორიას საინვესტიციო პოტენციალიც ექნება.

კოლხეთის დაბლობის სადრენაჟე სისტემის რეკონსტრუქციის პროექტი მალე დასრულდება და საწყისი ეტაპისთვის დაახლოებით 3000 ჰექტარი მიწის ფართობის დაშრობა მოხდება. პროექტის ფარგლებში 300 კილომეტრზე მეტი სადრენაჟე არხი სრულად აღდგება. აღნიშნული პროექტის ღირებულება 1,5 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტში 200 ადგილობრივი დასაქმდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ეგვიპტეში მუსულმანები ქრისტიანებს დაუპირისპირდნენ1
ივანიშვილი: თუ არჩევნების შედეგებს ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისიები აღიარებენ, კოალიცია მიღებულ შედეგს არ გააპროტესტებს2
პარლამენტში მინისტრებს ელოდებიან3
"ნაციონალური მოძრაობის" შემომწირველების ქონებას ყადაღა დაედო4
დავით უსუფაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X