სოფლის მეურნეობის მინისტრ, ზაზა გოროზიას ინფორმაციით, საქართველოში, იაპონური მანდარინის მოყვანა იგეგმება.
როგორც ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, მინისტრმა განაცხადა, ქვეყანაში, მანდარინის ახალი ჯიშები უკვე შემოტანილია და მისი ჩარგვა აჭარაში, ჩაქვის ტერიტორიაზე დაიწყება, სადაც ადრე ჩაი იყო გაშენებული.
გოროზიას განმარტებით, საქართველოში, მანდარინის ახალი ჯიშების შემოტანის მიზანია - ქვეყანა, მანდარინის მოსავალს დროულად ღებულობდეს და მისი გატანის პრობლემა არ იქმნებოდეს.
“ამით შესაძლებელი გახდება, რომ საქართველომ, სხვა ქვეყნებს უკრაინასა და ასევე სხვა სახელმწიფოებში, მანდარინის შეტანა დაასწროს”, - დასძინა მან.
Internet.ge