ოპოზიციონერი დეპუტატის, გია თორთლაძის ინფორმაციით, მსოფლიომ, საქართველო შესაძლოა თაფლის სამშობლოდ აღიაროს.
როგორც ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, თორთლაძემ განაცხადა, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, გერმანელმა მეცნიერებმა კერამიკული ჭურჭლით, თაფლი აღმოაჩინეს.
მისი თქმით, თაფლის სიძველე 3 700 წლით თარიღდება, რაც აქამდე მსოფლიოში აღმოჩენილი თაფლზე გაცილებით ძველია.
“ამ ფაქტთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია ცნობილი, უახლოეს მომავალში გახდება”, - დასძინა მან.
Internet.ge